მდმა (ექსტაზი)

მოლი; მენდი; ექსტაზი;  იქსი; 

მდმა არის ჰალუცინოგენური ამფეტამინი ( სტიმულატორი, რომელსაც ჰალუცინოგენური თვისებებიც ახასიათებს). მიეკუთვნება დიოქსიმეტამფეტამინების (MDA) ჯგუფს, რომელიც 1000-ზე მეტ ნივთიერებას აერთიანებს. სრული სახელწოდებაა მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი.

პირველად ხელოვნური გზით სინთეზირდა ორი გერმანელი ქიმიკოსის მიერ 1910 წელს.  თუმცა კარგა ხანს არ ხდებოდა მისი ეფექტების ადამიანზე ტესტირება. მისი ზეგავლენის შედეგები გამოკვლეულ იქნა 1950-იან წლებში ამერიკელი მეცნიერის, გორდონ ალეს მიერ.
მანამ სანამ 1985 წელს მდმა არალეგალური ნივთიერების სტატუსს მიიღებდა, რაც გამოწვეული იყო „შავ ბაზარზე“ მისი პოპულარობის გაზრდით, ის გამოიყენებოდა სამკურნალო თერაპიულ მედიცინაში (70-იანი წლების მიწურულს და 80-იანების დასაწყისში).

ბოლო დროს ექიმები ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სუფთა შემადგენლობის მდმა გამოიყენონ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD-ს) მკურნალობისთვის.

მოლი vs ექსტაზი vs მდმა 

მდმა არის სუფთა ქიმიური ნაერთის ოფიციალური სახელწოდება.
იდეალურ შემთხვევაში 100 % სუფთა მდმა-ს ეწოდება მოლი.
შავ ბაზარზე კი მოლის ეძახიან მდმა-ს, რომელიც არის ფხვნილის სახით და ზოგჯერ მოთავსებულია კაფსულაში. ამ შემთხვევაში “მოლი” არ ნიშნავს სუფთა მდმა-ს.
ექსტაზს კი ეძახიან მდმა-ის რომელიც შავ-ბაზარზე გვხვდება ტაბლეტირებული ფორმით.

ფრთხილად: ხშირად მდმა-ს, მოლის და ექსტაზის სახელით იყიდება სხვადასხვა ნივთიერებები. ერთ-ერთი ლაბორატორიული კვლევისას, მოლის შემადგენლობების ანალიზმა აჩვენა, რომ 87%-ის შემთხვევაში მასში იყო 0 %-ით მდმა და უმეტესწილად შეიცავდა ე.წ. „აბაზანის მარილებს“.

ეს რჩევები ეხება მათ ვისაც გადაწყვეტილი აქვს მდმა-ს მოხმარება. პირველი ყველაზე უსაფრთხო გზა არის მისი არ მოხმარება,  მეორე გზა – მისი პასუხიმსგებლობით მოხმარება, მესამე და ყველაზე სარისკო გზა არის მისი უპასუხისმგებლოდ მოხმარება.

ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს ნებისმიერ ქიმიურ ნაერთზე.

ამიტომ, ნუ ჩათვლი ქვემოთ მოყვანილ დოზებს, როგორც რეკომენდაციებს.

ერთი და იმავე დოზა, შესაძლოა ერთი მომხმარებლისთვის უსაფრთხო იყოს, ხოლო მეორესთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს. 

კარგად გაიცანი საკუთარი სხეული, გონება, რა ნივთიერებას მოიხმარ და რამდენად სანდო წყაროდან გაქვს მიღებული ის.

დოზირების გზამკვლევი რელევანტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ნამდვილად მდმა გაქვს!

›› 2009 წლიდან 2013 წლის განმავლობაში ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ შემოწმებული „მოლიდან“ 87 %-ს შემადგენლობაში ჰქონდა 0%  მდმა.  ტაბლეტის შემთხვევაში კი 46 % – ში აღმოჩნდა 0% მდმა.

დოზირების გზამკვლევი

შენი წონა კილოგრამებში + 50 = ჯამი გადაყვანილი მილიგრამებში. თუ ფრთხილობ და ნაკლებად ინტენსიური ეფექტი გსურს, მაშინ აჯობებს “შენი წონა კილოგრამებში + 20 = ჯამი გადაყვანილი მილიგრამებში“ სცადო

• თუ ტაბლეტირებული ფორმით გაქვს და არც დოზირება შეგიძლია ზუსტი, დაიწყე ტაბლეტის ნახევრით ან ნაკლებით

• კვლევების მიხედვით მდმა-ს მოხმარება 81-100 მგ-ის დოზირებით, ზრდის სასურველი ეფექტების მიღწევის შესაძლებლობას და ამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს

• გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს შედარებით „უსაფრთხო“ დოზირება, თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები

ორალური გზით

მცირე დოზა / სენსიტიური ადამიანისთვის /დამწყებისთვის –  60-90მგ

გავრცელებული დოზა – 75-125 მგ

დიდი დოზა / ნაკლებად სენსიტიური ადამიანისთვის 110-150 მგ

ძლიერი დოზა 150-200 მგ

მძიმე დოზა 200 მგ+

ორალური გზით

დაწყება – 20 – 70 წუთი

ხანგრძლივობა – 3 – 5 საათი

პოსტ-ეფექტები 24 საათი და ზევით

ეს არის ყველაზე გავრცელებული ეფექტები.  ჩამოთვლილი ეფექტებიდან, მომხარებელი ერთბაშად არ განიცდის მათ; მოსალოდნელია ისეთი ეფექტებიც, რომელიც არ არის ჩამონათვალში მითითებული. ნეგატიური ეფექტების ალბათობა იზრდება დიდ დოზებზე.

პოზიტიური

  • განწყობის ამაღლება
  • სოციალურად აქტიური
  • მოზღვავებული ენერგია
  • ემპათიის გაზრდა
  • სენსიტიურობის გაზრდა მუსიკისადმი
  • სენსიტიურობის გაზრდა შეხებაზე

ნეიტრალური

  • შესუსტებული მადა
  • მსუბუქი ჰალუცინაცია
  • თვალების სწრაფი უკონტროლო მოძრაობა
  • სხეულის ტემპერატურის ცვლილება
  • მოულოდნელი ემოციები
  • ეფექტების შემცირების შემდეგ, ძლიერი  სურვილი მდმა-ს განმეორებით მოხმარების

ნეგატიური

  • მსუბუქი და ძლიერი კბილების კრაჭუნი, ყბის დაჭიმულობა
  • კონცენტრირების პრობლემა
  • ბუნდოვანი მხედველობა
  • ძილის პრობლემა, მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა
  • ერექციული დისფუნქცია
  • სხეულის ტემპერატურის მომატება,
  • გაუწყლოება
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება

ზედოზირების ნიშნები

  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • ღებინება
  • სხეულის ტემპერატურის მომატება
  • პანიკური შეტევები
  • წნევის მკვეთრი მომატება
  • არითმია
  • კრუნჩხვები
  • ცნობიერების დაბინდვა / კომა

დარეკე 112-ზე

თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევ საკუთარ თავს ან მეგობარს, დაუყოვნებლივ მიმართე დასახმარებლად ვინმეს. დარეკე 112-ზე.

რა უნდა გავაკეთოთ

  • გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112) ან თვითონ გადაიყვანე დაზარალებული უახლოეს სტაციონარში. (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინე მარცხენა გვერდზე, თუ ზურგზე წევს, მაშინ თავი მიუბრუნე გვერდზე პირნაღები მასების სასუნთ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით)
  • არ დატოვო დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმე სხვებსაც;
  • არ მისცე არანაირი ნარკოტიკი ან სხვა მედიკამენტი, ალკოჰოლი, ყავა და ჩაი;
  • არ ჩააწვინო აბაზანაში – შეიძლება დაიხრჩოს
  • არ გამოიწვიო ხელოვნური ღებინება

თუ ადამიანი არის უგონოდ, მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები

 1.  დადექით მუხლებზე დაზარალებულთან ახლოს.  გაუშალეთ ხელები და ფეხები. ამოუღეთ ჯიბეებიდან მახვილი საგნები. დაზარალებულის თქვენთან ახლო მყოფი ხელი  მოხარეთ და გადადეთ იატაკზე, დაზარალებულის მეორე ხელი მიუტანეთ მოპირდაპირე ლოყასთან

2. თქვენსკენ თავისუფალი ხელით მოუხარეთ ფეხი მუხლის სახსარში და გადმოაბრუნეთ დაზარალებული თქვენსკენ გვერდზე;

3.  სხეულის გადმობრუნების შემდეგ დაზარალებულის თავი მოათავსეთ მისივე ხელის მტევანზე

4. მოხარეთ ფეხი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში.

გაწიეთ დაზარალებულის მეორე ხელი გვერდზე, ისე რომ ის არ მოყვეს სხეულის ქვეშ

გატესტე – მიზანშეწონილია ყოველთვის შეამოწმო რა ნივთიერებას მოიხმარ. ძალიან ხშირად მდმა-ს სახელით იყიდება სხვადასხვა ნივთიერებები.  თუ ვერ ახერხებ გატესტვას, ალტერნატიული რეკომენდირებული გზაა pillsreport ან ecstasydata ზე გადაამოწმე შემადგენლობა  მისი ვიზუალის  და დასახელების მიხედვით (თუმცა ეს საშუალება არ არის 100% გამართლებული)

 

დალიე წყალი, მაგრამ ზომიერად რეკომენდირებულია 250-500 მლ (1-2 ჭიქა) წყლის დალევა. ნუ გადააჭარბებ, წყლის დიდი რაოდენობა ამცირებს სხეულში მარილების რაოდენობას

შეისვენე ცეკვისასმდმა ცვლის  სხეულის ტემპერატურის რეგულირების პროცესს, ცეკვა კი ზრდის სხეულის ტემპერატურას. ამ ყველაფერმა ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. შეისვენე და გაგრილდი 

 მოთმინებით დაელოდე ეფექტს ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც მომხმარებლები უშვებენ არის დოზის დამატება, რადგან თვლიან რომ პირველს არ ჰქონდა საკმარისი ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეფექტების გაორმაგება, რომელიც ძალიან საშიშია. გახსოვდეს მდმა-ს დრო სჭირდება ორგანიზმთან ადაპტაციისთვის

მდმა-ს პოსტ-ეფექტებიიგივე “ატხადნიაკი” ინდივიდუალურია და ასევე დამოკიდებულია მოხმარების დოზაზეც. პოსტ-ეფექტები შესაძლოა 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს. პოსტ ეფექტები მოიცავს: მეხსირების დაქვეითება; გაფანტულობა ან კონცენტრირების პრობლემა;  ზოგიერთი ადამიანი თავს უფრო ბედნიერად და მეტად ფოკუსირებულად გრძნობს;  ძლიერი დეპრესიული სიმპტომები

ნეიროპროტექცია – მდმა-ს მოხმარებამდე და მოხმარების შემდეგ უმნიშვნელოვანესია ნეიროპროტექცია. აუცილებელია დალიო მწვანე ჩაი, ფორთოხლის წვენი, მიირთვა ხილი, ბოსტნეული.

ან მიიღე დამატებითი  ძლიერი ნეიროპროტექტორები, როგორიცაა:

აცეტილ – ლ – კარნიტინი

ალფა პროტექტი (ალფა ლიპოის მჟავა)

ვიტამინი C აუცილებელია სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) სინთეზისთვის, ასევე ამცირებს ტვინის უჯრედების დაზიანების რისკს.

5-HTP არის მთავარი ინგრედიენტი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება სეროტონინის წარმოსაქმნელად.

6 საათით ადრე:

მაგნეზიუმის გლიცინატი –  200 მგ

საათით ადრე:

ალფა ლიპოის მჯავა (ალფა პროტექტი)  100 მგ

მაგნეზიუმ გლიცინატი –  200 მგ

ვიტამინი C  1000 მგ

აცეტილ – L – კარნიტინი – 500 მგ

მწვანე ჩაის ექტსრაქტი – 400 მგ

ყურძნის თესლის ექტსრაქტი – 100 მგ

კოენზიმ Q10 100 მგ

მოქმედების გასვლიდან 2 საათის შემდეგ: 

ალფა პროტექტი– 100 მგ

მაგნეზიუმის გლიცინატი– 200 მგ

ვიტამინ C – 1000მგ

ყურძნის თესლის ექტსრაქტი – 200 მგ

4 საათის შემდეგ:

ალფაპროტექტი– 100 მგ

ძილის წინ:

მელატონინი– 5 მგ

მომდევნო 3 დღის განმავლობაში ძილის წინ:

მწვანე ჩაის ექსტრაქტი– 400 მგ

5-HTP – 100 მგ

ტოქსიური ზემოქმედება ტვინზე

კვლევების მიხედვით მდმა-ს მოხმარება ტვინზე და მის უჯრედებზე ტოქსიკურად მოქმედებს. რა შედეგებს იწვევს მსგავსი ტოქსიური ზემოქმედება, ამის შესახებ  ძალიან მწირია ინფორმაცია.

გაუწყლოება

მდმა-ს მოხმარება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია გაუწყლოებასთან, რომელიც გამოწვეულია ოფლიანობის მომატებით და გადახურებით.  რეკომენდირებულია წყლის დალევა ზომიერად და არა დიდი რაოდენობით, რადგან ჭარბმა წყლის დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ჯანმრთელობის პრობლემები

დამოკიდებულება

მდმა-ს  სხვა სტიმულანტებისა და დეპრესანტებისგან განსხვავებით ნაკლებად აქვს დამოკიდებულების გაჩენის პოტენციალი. თუმცა, როგორც ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი მასზე დამოკიდებული გახდეს თუ მისი მოხმარება გადავა ჩვევაში

მდმა-ს მოხმარებისგან მოსალოდნელი რისკების შემცირება

იმისათვის, რომ რისკები არ არსებობდეს საჭიროა, რომ ზოგადად უარი თქვა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე.  თუ მიუხედავად რისკებისა გადაწყვეტილი გაქვს მისი მოხმარება, ყოველთვის უკეთესია მოიძიო საკმარისი ინფორმაცია და მზად იყო გამოცდილებისთვის, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.

  • არ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემები
  • არ იღებ მედიკამენტებს ან სხვა დანამატებს, რომელიც შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს მდმა-სთან
  • შემომწებული გაქვს მდმა რეაგენტი ტესტით
  • თან გაქვს საჭირო დანამატები
  • ბოლო მოხმარებიდან გასულია მინიმუმ 5 კვირა, იდეალურ შემთხვევაში მეტიც
  • გაქვს სრული ინფორმაცია სწორი დოზირების შესახებ
  • დალევ წყალს ზომიერად, 250-500 მლ (1-2 ჭიქა) და არ გადააჭარბებ 500 მლ-ს
  • პერიოდულად შეისვენებ და გაგრილდები და ამით თავიდან აიცილებ გადახურებას
  • მიიღებ მას უსაფთხო და შენთვის ნაცნობ გარემოში
  • გაქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მდმა-მ შესაძლოა ზედაპირზე ამოიტანოს საკითხები, რომელსაც ქვეცნობიერში ემოციურად განიცდი
  • იცი როგორია გადახურების და ინსულტის სიმპტომები და ხარ  ყურადღებით, როგორც საკუთარი თავის, ასევე მეგობრების მიმართ
  • შენ გაქვს გადაწყვეტილი მისი მოხმარება და ამის შესახებ იცის შენმა მეგობარმა / თანმხლებმა
Sorry, no posts matched your criteria.