კეტამინი ( ვიტამინ K; Special K; კიტ-კეტი; კეტა; K) არის ჰალუცინოგენ-დისოციაციური და ანესთეზიური საშუალება, რომელიც სამედიცინო მიზნებით გამოიყენება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.
〉 პირველად სინთეზირდა 1962 წელს და გამოიყენებოდა ანესთეზიაში ფენციკლიდინის ალტერნატიულ საშუალებად. დღესდღეობით კეტამინი ხშირად გამოიყენება ჩვილებში ან მსუბუქი ქირურგიული ოპერაციებისას ანესთეზიურ საშუალებად. ყველაზე ხშირად კი გამოიყენება ვეტერინარიაში.
კეტამინი შედის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ძირითადი მედიკამენტების სიაში.
〉 კეტამინის დაბალ დოზას აქვს ალკოჰოლური თრობის მსგავსი ეფექტი. დიდ დოზას კი შეუძლია გამოიწვიოს დისოციაციური ან ფსიქოდელიური ეფექტები.
〉 სამედიცინო დანიშნულების კეტამინი არის გამჭირვალე თხევადი სახის. “ქუჩის” კეტამინი კი ძირითადად არის თეთრი ფხვნილი, მარილის მსგავსად ან წვრილად დაფშვნილი შუშის ნატეხების მსგავსად