კეტამინი

Special K; ვიტამინ K; K; კიტ-კეტი; კეტა

კეტამინი არის ჰალუცინოგენ-დისოციაციური და ანესთეზიური საშუალება, რომელიც სამედიცინო მიზნებით გამოიყენება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

პირველად სინთეზირდა 1962 წელს და გამოიყენებოდა ანესთეზიაში ფენციკლიდინის ალტერნატიულ საშუალებად. დღესდღეობით კეტამინი ხშირად გამოიყენება ჩვილებში ან მსუბუქი ქირურგიული ოპერაციებისას ანესთეზიურ საშუალებად. ყველაზე ხშირად კი გამოიყენება ვეტერინარიაში.

კეტამინი შედის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ძირითადი მედიკამენტების სიაში.

კეტამინის დაბალ დოზას აქვს ალკოჰოლური თრობის მსგავსი ეფექტი.  დიდ დოზას კი შეუძლია გამოიწვიოს დისოციაციური ან ფსიქოდელიური ეფექტები.

სამედიცინო დანიშნულების კეტამინი არის  გამჭირვალე თხევადი სახის. “ქუჩის” კეტამინი კი ძირითადად არის თეთრი ფხვნილი, მარილის  ან წვრილად დაფშვნილი შუშის ნატეხების მსგავსად.

! არ აურიო კეტამინი ალკოჰოლთან; ამას შეიძლება მოჰყვეს საშიში სედატიური ეფექტები

! მისი ზემოქმედებისას, გვერდით გყავდეს ფხიზელი ადამიანი

! კეტამინი არღვევს კოორდინაციის უნარს და იწვევს დაბნეულობას, რაც ზრდის ტრამვის მიღების რისკს. მისი ზემოქმედებისას ნუ დაჯდები საჭესთან და ნუ იქნები შეუფერებელ საჯარო სივრცეში

“სწორი” დოზის მიღება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: წონა, გენდერი, მეტაბოლიზმი, ბოლოს როდის მოიხმარე ესა თუ ის ნარკოტიკი, და სხვა

ეს რჩევები ეხება მათ ვისაც გადაწყვეტილი აქვს კეტამინის-ს მოხმარება. პირველი ყველაზე უსაფრთხო გზა არის მისი არ მოხმარება,  მეორე გზა – მისი პასუხიმსგებლობით მოხმარება, მესამე და ყველაზე სარისკო გზა არის მისი უპასუხისმგებლოდ მოხმარება.

ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს ნებისმიერ ქიმიურ ნაერთზე.

ამიტომ, ნუ ჩათვლი ქვემოთ მოყვანილ დოზებს, როგორც რეკომენდაციებს.

ერთი და იმავე დოზა, შესაძლოა ერთი მომხმარებლისთვის უსაფრთხო იყოს, ხოლო მეორესთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს.

კარგად გაიცანი საკუთარი სხეული, გონება, რა ნივთიერებას მოიხმარ და რამდენად სანდო წყაროდან გაქვს მიღებული ის.

ინტრანაზალური გზით (შეყნოსვა)

მსუბუქი დოზა 15-30 მგ

გავრცელებული დოზა 30-75 მგ

ძლიერი დოზა 60-125 მგ

მძიმე (“K-ხვრელი”) 100-250 მგ

ორალური გზით

მსუბუქი დოზა 50-100მგ

გავრცელებული დოზ – 75-300 მგ

ძლიერი დოზა – 200-450 მგ

მძიმე (“K-ხვრელი”) – 500 მგ+

ინექციური გზით

მსუბუქი დოზა – 15-30 მგ

გავრცელებული დოზა – 25-50 მგ

ძლიერი დოზა – 40-100 მგ

მძიმე (“K-ხვრელი”) – 60-125 მგ

წყარო: Erowid

ინტრანაზალური გზით (შეყნოსვა)

შეყნოსვა ყველაზე გავრცელებული მიღების გზაა.  ფხვნილს ყოფენ ხაზებად ბარათის დახმარებით და იყნოსავენ ტუბით ან დახვეული ქაღალდით. ერთი და იგივე ნესტოთი ხშირი შეყნოსვა იწვევს წყლულებს ცხვირში და აზიანებს ძგიდს.

დაწყება  5-15 წუთი

ხანგრძლივობა –  40-60 წუთი

პოსტ-ეფექტები –  1-3 საათი

ორალური გზით

ორალური გზით მიღებისას ეფექტები ოდნავ განსხვავდება. მისი “ბომბი”-ს სახით მიღებისას (დოზის შეფუთვა სიგარეტის ქაღალდში) ეფექტის დადგომას სჭირდება მეტი დრო და იზრდება მოქმედების ხანგრძლივობა.

დაღეჭვა არის მეორე გზა. მცირე დოზას ათავსებენ ტუჩის შიგნით ან ღრძილებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტუჩების ან ღრძილების დაზიანება. ამ გზით მისი მოხმარება ყველაზე არა პოპულარულია  მომხმარებლებში, მისი არასასიამოვნო გემოს გამო.

დაწყება –  5-20 წუთი

ხანგრძლივობა –  90 წუთი

პოსტ-ეფექტები –  40-80 წუთი

ინექციური გზით

კეტამინის ინექციური მოხმარება ყველაზე საზიანო გზად ითვლება. მისი ინექციურად მოხმარება სწრაფად აყალიბებს დამოკიდებულებას.

დაწყება – 1-5 წუთი

ხანგრძლივობა –  1-2 წუთი

პოსტ-ეფექტები –  2-4 საათი

ეს არის ყველაზე გავრცელებული ეფექტები.  ჩამოთვლილი ეფექტებიდან, მომხარებელი ერთბაშად არ განიცდის მათ; მოსალოდნელია ისეთი ეფექტებიც, რომელიც არ არის ჩამონათვალში მითითებული. ნეგატიური ეფექტების ალბათობა იზრდება დიდ დოზებზე.

პოზიტიური

  • ენერგიის მოზღვავება
  • ფეხების დაბუჟება
  • ეიფორია
  • მოდუნება
  • მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება
  • სამყაროსთან (სულიერ, უსულო საგნებთან) კავშირის გაძლიერებული შეგრძნება

ნეიტრალური

  • სენსორული აღქმის დაკარგვა
  •  მხედველობითი ვიზუალები
  • სხეულის გონებისგან მოწყვეტა – დიდი დოზების შემთხვევაში ხშირია გონების სხეულისგან ისეთი დაშორება, რომელიც ჰგავს სიკვდილთან ახლოს ყოფნას და აქვს ძლიერი რეალისტური ვიზუალები
  • დროის აღქმის ცვლილება
  • ტკივილის შეგრძნების დაქვეითება

ნეგატიური

  • პერიოდულად მეხსიერების დაბინდვა – ხშირი მომხარებლების შემთხვევაში ეს უფრო რეგულარია
  • დისკომფორტი ნესტოებში (შეყნოსვისას)
  • ძლიერი დაბნეულობა, გაფანტულობა
  • პარანოია
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • შფოთვა
  •  სხეულის მართვის უნარის დაკარგვა
  • დეპერსონალიზაცია
  • ძლიერი დისოციაცია
  • ცნობიერების დაბინდვა

წყარო: TripSit

ზედოზირების ნიშნები

  • ღებინება
  • აღგზნება ან პირიქით, გაბრუება
  • დაღლილობის შეგრძნება
  • დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა
  • საკუთარი სხეულის სქემის აღქმის დარღვევა 
  • მხედველობისა და სმენის დარღვევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის შენელება
  • მძიმე შემთხვევაში – გაჩერება
  • არითმია
  • ცნობიერების დათრგუნვა / კომა

დარეკე 112-ზე

თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევ საკუთარ თავს ან მეგობარს, დაუყოვნებლივ მიმართე დასახმარებლად ვინმეს. დარეკე 112-ზე.

რა უნდა გავაკეთოთ

  • გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112) ან თვითონ გადაიყვანე დაზარალებული უახლოეს სტაციონარში. (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინე მარცხენა გვერდზე, თუ ზურგზე წევს, მაშინ თავი მიუბრუნე გვერდზე პირნაღები მასების სასუნთ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით)
  • არ დატოვო დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმე სხვებსაც;
  • არ მისცე არანაირი ნარკოტიკი ან სხვა მედიკამენტი, ალკოჰოლი, ყავა და ჩაი;
  • არ ჩააწვინო აბაზანაში – შეიძლება დაიხრჩოს
  • არ გამოიწვიო ხელოვნური ღებინება

თუ ადამიანი არის უგონოდ, მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები

 1.  დადექით მუხლებზე დაზარალებულთან ახლოს.  გაუშალეთ ხელები და ფეხები. ამოუღეთ ჯიბეებიდან მახვილი საგნები. დაზარალებულის თქვენთან ახლო მყოფი ხელი  მოხარეთ და გადადეთ იატაკზე, დაზარალებულის მეორე ხელი მიუტანეთ მოპირდაპირე ლოყასთან

2. თქვენსკენ თავისუფალი ხელით მოუხარეთ ფეხი მუხლის სახსარში და გადმოაბრუნეთ დაზარალებული თქვენსკენ გვერდზე;

3.  სხეულის გადმობრუნების შემდეგ დაზარალებულის თავი მოათავსეთ მისივე ხელის მტევანზე

4. მოხარეთ ფეხი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში.

გაწიეთ დაზარალებულის მეორე ხელი გვერდზე, ისე რომ ის არ მოყვეს სხეულის ქვეშ

გატესტე – მიზანშეწონილია ყოველთვის შეამოწმო რა ნივთიერებას მოიხმარ. არსებობს შემთხვევები, როდესაც გამყიდველს კეტამინის სახელით სხვა ნივთიერება გაუყიდია, როგორიცაა მეტოქსეტამინი, რომელსაც მოსალოდლენზე (კეტამინის ეფექტზე) უფრო ძლიერი ეფექტი აქვს.

ყოველთვის გამოიყენე ახალი და სუფთა შესაყნოსი ხელსაწყო – ჰიგიენის დაცვას შეუძლია ზიანის შემცირება. თუ შეყნოსვით იღებთ კეტამინს, ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა და უხმარი შესაყნოსი ხელსაწყო, რადგან შესაყნოსი ხელსაწყოების გაზიარებისას მაღალია რისკი ინფიცირების. გამოიძინო და ივარჯიშო

დარწმუნდი, რომ ფხვნილი კარგად არის დაფშვნილირეგულარული ინტრანაზალური გზით (შეყნოსვა) მოხმარება აზიანებს ცხვირს. თუ მიუხედავად რისკებისა, მაინც გაქვს გადაწყვეტილი კეტამინის მოხმარება, ჯერ დარწმუნდი, რომ ფხვნილი კარგად (წვრილად) არის დაფშვნილი. მოხმარების შემდეგ წყლით, ფრთხილად გამოიწმინდე ნესტოები.

მოხმარებამდე 1,5 საათი ნუ მიიღებ საკვებსკეტამინის ზემოქმედების დაწყებას შესაძლოა თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ამიტომ სასურველია მის მოხმარებამდე საათნახევარი არ გქონდეს მიღებული საკვები.

არ გააზიარო საინექციო ხელსაწყოებიკეტამინის ინექციური მოხმარება აზიანებს ვენებს. ინექციური ხელსაწყოს (ნემსის, შპრიცის) გაზიარებამ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი აივით, ც და ბ ჰეპატიტით. “ქუჩის” კეტამინის ინექცია უკავშირდება სხვა რისკებსაც მასში სავარუდო უცხო ნივთიერებების შერევის გამო. თუ მიუხედავად რისკებისა, მაინც გაქვს გადაწყვეტილი კეტამინის ინექციური მოხმარება, გამოიყენე მხოლოდ სამედიცინო კლასის თხევადი კეტამინი და ყოველთვის გამოიყენე ახალი და სუფთა საინექციო ხელსაწყოები.

ზემოქმედებისას იყავი უსაფრთხო და ნაცნობ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გარემოში მოიხმარ კეტამინს. თუ მისი დიდი დოზით მოხმარება გაქვს გადაწყვეტილი (რომლის დროსაც მოძრაობის უნარი ქვეითდება და ასევე შეიცავს სხვა საფრთხეებს), სასურველია იმყოფებოდე უსაფრთხო და ნაცნობ გარემოში. კარგია თუ გვერდით გეყოლება გამოცდილი და ფხიზელი ადამიანი.

კარგად იკვებე, გამოიძინე და ივარჯიშეძირითადი ეფექტი დაახლოებით 1 საათი ან ნაკლები გრძელდება, მაგრამ გავლენა კოორდინაციაზე, განსჯის უნარსა და სენსორულ აღქმაზე შეიძლება 18-24 საათიც კი გაგრძელდეს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ასე, რომ კარგად უნდა იკვებო, გამოიძინო და ივარჯიშო

დამოკიდებულება

კეტამინს აქვს მასზე დამოკიდებულების მაღალი პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ფიზიკური დამოკიდებულება, შეუძლია გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ზოგიერთ მომხმარებელში.

ტოლერანტობა

კეტამინის რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია ტოლერანტობის სწრაფ ჩამოყალიბებასთან, ამიტომ მომხმარებელს სჭირდება უფრო და უფრო მეტი დოზის მიღება თავდაპირველი ეფექტის მისაღებად

ურინარული პრობლემები

ხანგრძლივი და რეგულარული მოხმარება იწვევს ურინარულ (საშარდე გზის) პრობლემებს. ყველაზე რთულ შემთხვევაში კი, შეიძლება საჭირო გახდეს შარდის ბუშტის ამოღება. თუ მოიხმარ კეტამინს და გაქვს პრობლემები მოშარდვასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ შეწყვიტე კეტამინის მოხმარება და მიმართე შესაფერის სპეციალისტს დასახმარებლად.

ზოგიერთი ადამიანი არჩევს ამ ტკივილის დროებით გაყუჩებას კეტამინით, რომელიც საბოლოოდ უფრო მეტად ართულებს პრობლემას და შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაზიანებები. ზოგიერთი საშარდე გზების პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მკურნალობით. მწვავე დაზიანების შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროება დიალიზის აპარატის გამოყენება სიცოცლის ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშარდე გზების პრობლემისას დაუყოვნებლივ შეწყვიტო კეტამინის მოხმარება.

„ფლეშბექის“ სინდრომი

კეტამინის დიდი დოზებით მოხმარება ავითარებს ე.წ “ფლეშბექის” სინდრომს, რომლის დროსაც ტვინი მოულოდნელად წარმოქმნის ნეგატიურ გვერდით მოვლენებს. მსგავსი ეპიზოდები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დროს, მანქანის ტარების დროს, სამსახურში ან ძილშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თერაპიები, რომლებიც ამცირებენ “ფლეშბექებს”, არ არსებობს შესაფერისი მკურნალობის მეთოდი, რომელიც შეძლებს მის საბოლოო აღმოფხვრას.

დისტონია

კეტამინის რეგულარული მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს დისტონია (სისხლძარღვებისა და კუნთების ტონუსის მოშლა). ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუნთები ხდება იმდენად დაჭიმული, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ კეტამინით გამოწვეული დისტონიის მკურნალობა შესაძლებელია, მისი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ისეთი სახის დაზიანება მოხდეს, რომ მკურნალობამაც ვერ გამოიღოს სასარგებლო ეფექტი.

გულის პრობლემები

ზოგიერთ მომხმარებელში კეტამინი იწვევს არტერიული წნევის და პულსის მკვეთრ მატებას. ნივთიერება როდესაც გამოდის ორგანიზმიდან, გული ცდილობს დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას. თუმცა, თუ ადამიანს აქვს გარკვეული პრობლემები გულთან დაკავშირებით, კეტამინის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი გულმკერდზე, რაც არსებულ გულის პრობლემებს გაართულებს. უმეტეს შემთხვევაში ეს დაზიანება შეუქცევადია.

ჰიდრონეფროზია

კვლევის მიხედვით კეტამინის მომხარებელთა 71%-ს აღმოაჩნდა შარდის ბუშტის ანთება და 51 %-ს ჰიდრონეფროზია ( თირკმელებში წყალი).

წყარო:TheCanyonMalibu

Sorry, no posts matched your criteria.