C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

2015 წლის 6 თებერვალს საქართველოს თემის საკონსულტაციო საბჭომ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა – პაციენტთა თემის ჩართულობა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე“. შეხვედრის მიზანი იყო პაციენტთა თემის სამოქმედო სტრატეგიისა და პრიორიტეტების დასახვა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში პაციენტთა ძირეული საჭიროებების ასახვის უზრუნველსაყოფად.

საკონსულტაციო საბჭომ  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის გამოწვევების შესახებ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, მოიწვიოს საერთაშორისო და რეგიონალური ექსპერტები, რათა  სტარტეგიული პრიორიტეტების შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

თემის საკონსულტაციო საბჭო ითვალისწინებს, რომ შეზღუდული სახელმწიფო რესურსების პირობებში, ყველა აუცილებელი ინტერვენციის დაფინანსება ვერ მოხერხდება, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის სრულყოფის მიზნით მნიშვნელოვანია მერიებისა და მუნიციპალური ჯანდაცვის ბიუჯეტებში არსებული ფინანსური რესურსების გამოყენება.

საქართველოს თემის საკონსულტაციო საბჭომ თბილისის მერიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა დააყენა. მისი შეთავაზებით თბილისის მერიასთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს მერიის, სხვა სახელმწიფო უწყებების, დარგობრივი პროფესიონალებისა და პაციენტთა თემის წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება მერიის ბიუჯეტში არსებული ფინანსური რესურსების დაგეგმვა და მიმართვა იმ მიმართულებებზე, რომლებიც არ  ან არასაკმარისად იქნება დაფარული C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

თბილისი მერის მრჩეველი მიესალმა აღნიშნულ შემოთავაზებას. თემის საკონსულტაციო საბჭომ მერის მრჩეველს  ხედვა გაუზიარა. უახლოს მომავალში დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტთან.

თემის საკონსულტაციო საბჭომ აღნიშნული მოდელი ასევე განიხილა რეგიონალურ დონეზე და უახლოეს სამოქმედო მიმართულებად დაისახა რეგიონალურ მერიებსა და მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებების წარმოება მათ ბაზაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების მიზნით.

No Comments

Post A Comment